რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია „იაბლოკო“ სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „როდინას“ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და ოპოზიციურ პარტია „იაბლოკოს“ სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა.
გამოცემა „ტასის“ ცნობით, პარტია „იაბლოკოს“ ასევე ჩამოერთმევა უფლება ფედერალური სახელმწიფო ტელევიზიებისა და რადიოსადგურების ეთერში უფასო და ფასიანი საეთერო დროის დათმობაზე, მათ შორის აეკრძალება სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა.
როგორც რუსული მედია იუწყება, საქმე პარტია „იაბლოკოს“ მიერ ფინანსური და საავტორო უფლებების დარღვევას, ასევე ექსტრემისტულ მოძრაობასთან შესაძლო კავშირებს ეხება.
როგორც ცნობილია, შეზღუდვები მხოლოდ ფედერალური საარჩევნო ოლქის არჩევნებს შეეხება და ერთმანდატიან ოლქებში რეგისტრირებულ კანდიდატებზე არ იმოქმედებს.