რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის ძალები მაღალი სიზუსტის დარტყმებს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე ახორციელებენ, პოლონეთის საზღვრიდან სულ მცირე 35 კილომეტრში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალები მაღალი სიზუსტის დარტყმებს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე ახორციელებენ, პოლონეთის საზღვრიდან სულ მცირე 35 კილომეტრის მანძილზე. რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.
სამინისტროში განცხადებებს იმის შესახებ, რომ რაკეტები რუსულია, პროვოკაციად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ შემთხვევის ადგილზე გადაღებულ სურათებზე რაკეტების ნამსხვრევები სპეციალისტების მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც უკრაინის კუთვნილი „ეს-300“-ების ელემენტები.
„პრჟევოდუვის დასახლებულ პუნქტში თითქოსდა „რუსული რაკეტების“ ჩამოვარდნის შესახებ სხვადასხვა უკრაინული წყაროსა და უცხოელი ოფიციალური პირების განცხადებები წარმოადგენს განზრახ პროვოკაციას ვითარების ესკალაციის მიზნით“, – აღნიშნავენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
პოლონეთში, უკრაინის საზღვრიდან ექვს კილომეტრში რაკეტის ჩამოვარდას გუშინ ორი ადამიანი ემსხვერპლა.