რუსეთის თავდაცვის კვლევის ცენტრში ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის თავდაცვის კვლევის ცენტრში ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის თავდაცვის კვლევის ცენტრში მომხდარ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შემთხვევა მოსკოვის მახლობლად, ტვერის ოლქში, რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის ძალების ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში მოხდა.

თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა 11 დაღუპულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით კიდევ ექვსი ცხედარი იპოვეს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზებს სამხედრო გამომძიებლები იკვლევენ.