რუსეთის სამხედრო პოლიციამ სირიის ქალაქ მანბიჯის ირგვლივ პატრულირება დაიწყო

17:30, 08.01.2019

რუსეთის სამხედრო პოლიციამ სირიის ქალაქ მანბიჯის ირგვლივ და თურქეთის საზღვართან პატრულირება დაიწყო. სამხედრო პოლიციის წარმომადგენლის, იუსუფ მამატოვის განცხადებით, პატრულირების მიზანი შეიარაღებული ჯგუფების პოზიციებისა და გადაადგილებების კონტროლია.

რუსული სამხედრო პოლიციის პატრულირების მარშრუტები რეგულარულად შეიცვლება.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, სირიელმა ქურთებმა ხელისუფლებას ქალაქ მანბიჯში ჯარის შეყვანის თხოვნით მიმართეს. მიმართვიდან რამდენიმე საათში სირიის სახელისუფლებო არმიამ ქალაქი დაიკავა. ქურთები ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის შეჭრისგან დაცვის მიზნით მიიღეს.

 

მსგავსი