რუსეთის სამხედრო ხომალდებმა სირიის ქალაქ ტარტუსის პორტი დატოვეს
რუსეთის სამხედრო ხომალდებმა სირიის ქალაქ ტარტუსის პორტი დატოვეს

რუსეთის სამხედრო ხომალდებმა სირიის ქალაქ ტარტუსის პორტი დატოვეს.

კომპანია Image Satellite Internacional-ის სატელიტით გადაღებულ ერთ-ერთ სურათში პორტში მდგარი შვიდი ხომალდი ჩანს, 11 აპრილს გადაღებული ფოტოს მიხედვით კი ტარტუსში ხომალდების უმრავლესობა უკვე აღარ ჩანს.

მოსალოდნელი თავდასხმის გამო, პორტში მხოლოდ ერთი წყალქვეშა სამხედრო გემი დგას.

აშშ-ის პრეზიდენტმა სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა სირიის ხელისუფლებას და რუსეთს დააკისრა. დონალდ ტრამპი სირიას დაბომბვით დაემუქრა.