რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის სასაზღვრო შეთანხმების საქმე განსახილველად მიიღო

11:37, 15.11.2018

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის სასაზღვრო შეთანხმების საქმე განსახილველად მიიღო. სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღია სხდომაზე განხილვა 27 ნოემბერს ჩატარდება.

სასაზღვრო შეთანხმების კონსტიტუციურობის შემოწმების მიზნით, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა მიმართა.

ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის ხელშეკრულება ინგუშეთის და ჩეჩნეთის ლიდერებმა 26 სექტემბერს გააფორმეს. ორივე რესპუბლიკის პარლამენტებმა შეთანხმების რატიფიკაცია 4 ოქტომბერს მოახდინეს. შეთანხმებამ ინგუშეთის მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. ოქტომბრის ბოლოს კი, ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთთან დადებული სასაზღვრო შეთანხმება არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

მსგავსი