რუსეთის სახელმწიფო უწყებებს უცხოური ღვინის შეძენა აეკრძალათ
რუსეთის სახელმწიფო უწყებებს უცხოური ღვინის შეძენა აეკრძალათ

რუსეთის სახელმწიფო უწყებებს უცხოური ღვინის შეძენა აუკრძალეს. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით რუსეთის სამთავრობო და მუნიციპალურ უწყებებს საზღვარგარეთ წარმოებული ღვინის ყიდვა აუკრძალეს.

აკრძალვა ეხება როგორც ჩვეულებრივ, ისე ცქრიალა ღვინოს, ლიქიორებს და ხილის ღვინოს. გადაწყვეტილების მოტივად „რუსული ვენახისა და ღვინის წარმოების“ მხარდაჭერა სახელდება.

დოკუმენტში წერია, რომ აკრძალვა ეხება მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებს და არ ვრცელდება იმპორტულ ღვინოზე, რომელიც მაღაზიებში იყიდება.