რუსეთის საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ ანტალიაში სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას შეხვედრა იგეგმება
რუსეთის საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ ანტალიაში სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას შეხვედრა იგეგმება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ანტალიაში სერგეი ლავროვსა და დმიტრო კულებას შორის შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

უწყების პრესსპიკერის ცნობით, სერგეი ლავროვი დღეს გაემგზავრება თურქეთის ქალაქ ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე, სადაც დაგეგმილია მისი კონტაქტი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრა 10 მარტს იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ინიციატორი თურქეთია.