რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მიწვევა მიიღო

09:56, 23.04.2026

რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევა მიიღეს.

„არსებობს მოწვევა უმაღლეს დონეზე მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ თარიღთან უფრო ახლოს ვნახავთ. ღმერთმა იცის, რა მოხდება მანამდე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ პანკინმა.

„დიდი ოცეულის“ სამიტი მიმდინარე წლის დეკემბერში მაიამიში გაიმართება.

მსგავსი