რუსეთის საგარეო უწყება - სერგეი ლავროვმა აბას არაღჩისთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ომის დეესკალაციის მცდელობები შედეგს გამოიღებს, რისი მიღწევაც აშშ-ს ულტიმატუმების ენის შეწყვეტით შეუძლია
რუსეთის საგარეო უწყება - სერგეი ლავროვმა აბას არაღჩისთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ომის დეესკალაციის მცდელობები შედეგს გამოიღებს, რისი მიღწევაც აშშ-ს ულტიმატუმების ენის შეწყვეტით შეუძლია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მოუწოდებს, „ულტიმატუმების ენა შეწყვიტოს“. მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავის ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ომის დეესკალაციის მცდელობები შედეგს გამოიღებს, რისი მიღწევაც აშშ-ს „ულტიმატუმების ენის შეწყვეტით და მოლაპარაკების ფორმატში დაბრუნებით“ შეუძლია.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი სწრაფად არ დათანხმდება შეთანხმებას, აშშ ყველაფრის განადგურებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას აპირებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების ნგრევა ელოდება მთელ ქვეყანაში. ტრამპი თეირანს ვადას სამშაბათამდე აძლევს.