რუსეთის ორი თვითმფრინავით ვენესუელაში 100 ჯარისკაცი და ტვირთი ჩავიდა
რუსეთის ორი თვითმფრინავით ვენესუელაში 100 ჯარისკაცი და ტვირთი ჩავიდა

რუსეთის ორი თვითმფრინავით ვენესუელაში 100 ჯარისკაცი და ტვირთი ჩავიდა.

ადგილობრივ ჟურნალისტ ხავიერ მაიორკაზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ პირველი თვითმფრინავით ვენესუელაში რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდალი, ვასილი ტონკოშკუროვი ჩაფრინდა, მეორე სატვირთო თვითმფრინავით კი ვენესუელაში 35 ტონა მასალა ჩაიტანეს.

გავრცელებული ცნობით, „ილ 62“-ის ტიპის სამგზავრო და „ანტონოვ 124“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები რუსეთის ჩკალოვსკის სამხედრო აეროპორტიდან გაფრინდნენ და გზაში სირიაში გაჩერდნენ.

სამი თვის წინ ვენესუელამ და რუსეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართეს.