რუსეთის ნაკრების ყოფილ კალათბურთელს ხანგრძლივი პატიმროება ემუქრება
რუსეთის ნაკრების ყოფილ კალათბურთელს ხანგრძლივი პატიმროება ემუქრება

რუსეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, დმიტრი დომანი რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ბიუჯეტიდან 44 მილიონი მანეთის დატაცებაში დამნაშავედ სცნეს.

მოსკოვში გამართული სასამართლოს დროს დადგინდა თაღლითობის ფაქტი ყოფილი კალათბურთელის მხრიდან. გამოძიების მასალებით დომანი, რომელიც ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა, დანაშაულებრივ დაჯგუფებას ქმნიდა ფედერაციის პრეზიდენტთან იულია ანიკეევასთან და მთავარ ბუღალტერთან მიხაილ კოჩარიანთან ერთად. სამივემ 2014-15 წლებში 127 მილიონი მანეთი მიითვისა.

2017 წლის ოქტომბერში ანიკეევას 4.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. იგი დღემდე ძებნაში იმყოფება. დომანი ბრალდებულად აღიარეს 2016 წელს. 2018 წლის მარტში ინტერპოლით ძებნილი დომანი მონტენეგროს პოლიციას დააკავა. მოგვიანებით, მისი რუსეთში ექსტრადირება მოხდა.

დომანი ფედერაციაში აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა 2013-15 წლებში. კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა ცსკასა და „ინამოში“. რუსეთის ნაკრების რიგებში ის ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (1994 და 1998 წლებში).