რუსეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველო „რაგბი ევროპის“ საუკეთესო გუნდია #1TVSPORT
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველო „რაგბი ევროპის“ საუკეთესო გუნდია #1TVSPORT

20 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მორიგ მატჩს გამართავს. მისი მეტოქე რუსეთი იქნება. შეხვედრა კალინინგრადში 15 საათზე დაიწყება.

თამაშის წინ კომენტარი გააკეთა რუსების მწვრთნელმა ლინ ჯონსმა:

„საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდია.  მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოგების მთავარი ფავორიტია. ქართველებს 6 კვირის წინ ვეთამასეთ. დაძაბული მატჩი იყო და ახლაც ასე იქნება. დიდი ხანია მათთან სათამაშოდ ვემზადებით.

კარგად ვიცით როგორ ვითამაშოთ. ჩვენი ამოცანა იქნება საქართველოს ნაკრებს თამაშის მისეულ კალაპოტში წარმართვის საშუალება არ მივცეთ.“