რუსეთის ნაკრების მეკარემ კვარაცხელია თავის კაპიტანს ამჯობინა - ხვიჩა ძიუბას მირჩევნია, წელს ძალიან მოუმატა #1TVSPORT
რუსეთის ნაკრების მეკარემ კვარაცხელია თავის კაპიტანს ამჯობინა - ხვიჩა ძიუბას მირჩევნია, წელს ძალიან მოუმატა #1TVSPORT

ყაზანის „რუბინისა“ და რუსეთის ნაკრების მეკარემ იური დიუპინმა Sport24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის ნაკრების ლიდერსა და კაპიტანზე, არტიომ ძიუბაზე წინ აყენებს.

დიუპინმა უპასუხა კითხვას, ვისი თამაში უფრო მოსწონს – თავისი თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელიასი თუ რუსეთის ნაკრებისა და „ზენიტის“ კაპიტნის, არტემ ძიუბასი.

„ძიუბა თუ ხვიჩა? მე ახალგაზრდას ავირჩევ. მე ხვიჩას ვუყურებდი და ზამთრის შეკრებაზე მან ძალიან მოუმატა, რაც საგაზაფხულო ეტაპის თამაშებზეც გამოჩნდა. სამწუხაროდ, დაშავდა, თორემ კიდევ რამდენიმე კარგი მატჩის ჩატარება შეეძლო და კიდევ უფრო დიდ განაცხადს გააკეთებდა ევროპისთვის და მეტ ფასს დაიდებდა“, – ამბობს დიუპინი.

რუსეთის ნაკრების მეკარის თქმით, კვარაცხელია „რუბინის“ მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ გახსნა.

„ყველას ესმის, რომ მომგებიანი იქნება კლუბისთვის ასეთი მოთამაშის გაყიდვა, მასზე ფულის შოვნა და ასეთივე ნიჭიერი ახალგაზრდების ძებნა, რომ შემდეგში ისინი ხვიჩას გზით განვითარდნენ. ეს არის ცხოვრება, მრავალი აკადემია ასე ზრდის მოთამაშეებს და შემდეგ მათ ტრანსფერში ფულს შოულობს. ჩვენ კლუბში კარგი სელექციონერები გვყავს. მეტ ახალგაზრდა ტალანტს მოძებნიან, მათთან კი სლუცკი იმუშავებს. ახალ სეზონში კიდევ ორი ან სამი ტალანტი გამოინახება. ხვიჩა სლუცკიმ გახსნა და შეტევაში რაღაც ჩარჩოში მოაქცია. სლუცკი ხვიჩას ბავშვს ეძახის და იმეორებს, წაართვით მას საყვარელი სათამაშო, ანუ ბურთი და ატირდებაო“.