რუსეთის მთავრობამ ვიტალი მუტკო ფეხბურთს ჩამოაშორა

21:00, 04.01.2018

რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ, დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტიდან ვიცე-პრემიერის, ვიტალი მუტკოს გარიცხვის შესახებ.

მედვედევის ბრძანებით, კომიტეტის ახალ ხელმძღვანელად ალექსეი სოროკინი დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ვიტალი მუტკომ ​რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ცნობილი დოპინგსკანდალები, რომელთა გამოც, რუსი სპორტსმენები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე საკუთარი დროშის ქვეშ ვერ იასპარეზებენ.

მსგავსი