რუსეთის ლიგაში პროცენტულად ყველაზე მეტად კვირკველიას ფასი შემცირდა
რუსეთის ლიგაში პროცენტულად ყველაზე მეტად კვირკველიას ფასი შემცირდა

რუსეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტად პროცენტულად საბა კვირკველიას სატრანსფერო ფასი შემცირდა – ინფორმაციას „სოვეტსკი სპორტი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ ევროპელი ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა. „სოვეტსკი სპორტმა” რუსული კლუბებში არსებული სურათი წარმოადგინა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე მძიმე ვარდნა მოსკოვის „ლოკომოტივმა“ განიცადა, რომლის ფასიც 8.1%-ით (83,85 მილიონიდან 77,05 მილიონამდე) შემცირდა.

მოთამაშეებში კი ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრების მცველის, საბა კვირკველიას სატრანსფერო შეფასება შემცირდა, რომელიც მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ ვოლგოგრადის „როტორში“ გადავიდა და ფორმის აღდგენას ცდილობს. აღმოჩნდა, რომ 2020 წლის განმავლობაში საბას შეფასება 53,8%-ით შემცირდა – წლის დასაწყისში იყო 6,5 მილიონი ევრო, ახლა კი 3 მილიონია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მისით ინგლისური „ლესტერი“ დაინტერესდა და ტრანსფერში 17 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ მოსკოვის „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელებმა ქართველი მცველი ინგლისში არ გაუშვეს და ნელ-ნელა მისი ფასიც შემცირდა.