რუსეთის იერიშის შედეგად კიევში 31 ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა

09:54, 14.05.2026

რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად კიევში 31 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი, ერთი ადამიანი კი დაიღუპა. ამის შესახებ კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა განაცხადა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მათ დარნიცკის რაიონში 27 ადამიანი გადაარჩინეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, დაზიანებული შენობის ნანგრევებში, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანია მოყოლილი.

ამჟამად სამაშველო სამუშაოები გრძელდება ობოლონსკის, დარნიცკისა და გოლოსეევსკის რაიონებში.

მსგავსი