რუსეთის გენპროკურატურამ უკრაინული „აზოვის“ ბატალიონის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება მოითხოვა
რუსეთის გენპროკურატურამ უკრაინული „აზოვის“ ბატალიონის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება მოითხოვა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა უზენაეს სასამართლოს, უკრაინული ბატალიონი „აზოვი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მედიის ცნობით, სასამართლო გენპროკურატურის მიმართვის თაობაზე მაისის ბოლოს იმსჯელებს. ამასთან, იგეგმება „აზოვის“ საქმიანობის აკრძალვა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

რუსული მედია წერს, რომ გენერალური პროკურატურის სარჩელს ქვეყნის უზენაესი სასამართლო 26 მაისს დახურულ რეჟიმში განიხილავს.