რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, თებერვალში ქვეყნის მოქალაქეებმა ბანკებიდან 1.2 ტრილიონამდე რუბლი გაიტანეს
რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, თებერვალში ქვეყნის მოქალაქეებმა ბანკებიდან 1.2 ტრილიონამდე რუბლი გაიტანეს

რუსეთის მოქალაქეებმა თებერვალში ბანკებიდან 1.2 ტრილიონამდე რუბლი გაიტანეს, რაც 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელია, – „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შედეგად, ბანკებში არსებული რესურსი 3.5%-ით შემცირდა. ამასთან, თანხის ძირითადი ნაწილი თებერვლის ბოლო კვირაში გაანაღდეს.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ოქტომბერში მოსახლეობის მიერ ბანკებიდან განაღდებულმა დანაზოგებმა 354 მილიარდი რუბლი, რესურსის 6% შეადგინა.