რუსეთი უარყოფს, რომ ნიკოლას მადურო დაარწმუნა, ქვეყანა არ დაეტოვებინა
რუსეთი უარყოფს, რომ ნიკოლას მადურო დაარწმუნა, ქვეყანა არ დაეტოვებინა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსკოვმა ნიკოლას მადურო დაარწმუნა, არ დაეტოვებინა ქვეყანა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ნიკოლას მადურო ვენესუელადან გაქცევას გეგმავდა, რუსეთმა კი ის დაარწმუნა, რომ ქვეყანაში დარჩენილიყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, პომპეოს განცხადება ინფორმაციული ომის ნაწილია.

2019 წლის იანვარში ეროვნული ასამბლეის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა. მას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ევროპის ქვეყნები. ხუან გუაიდოს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად აღიარებს საქართველოც.

დატოვე კომენტარი