რუსეთი მზადაა, ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას უმასპინძლოს
რუსეთი მზადაა, ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას უმასპინძლოს

რუსეთი მზადაა, ისრაელსა და პალესტინელებს შორის შეხვედრას უმასპინძლოს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალური მოსკოვი მზადყოფნას გამოთქვამს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულოს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ რეგიონში სტაბილურობის მიღწევა პალესტინის საკითხის გადაწყვეტამდე შეუძლებელია.

კონფლიქტის მთავარ მედიატორ აშშ-ს და პალესტინელებს შორის ურთიერთობები უკიდურესად არის გამწვავებული. ვითარება აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებამ დაძაბა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ახალი სამშვიდობო გეგმის წარდგენა მომავალი წლის თებერვალში სურს, თუმცა მრჩეველები ისრაელში პოლიტიკური კრიზისის გამწვავების გამო უფრო ფრთხილი მოქმედებისკენ მოუწოდებენ.