რუსეთი კოსოვოში დაკავებული რუსეთის მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს

16:51, 28.05.2019

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კოსოვოში დაკავებული რუსეთის მოქალაქის გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„დაკავება განხორციელდა იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მოქალაქეს აქვს გაერო-ს თანამშრომლის დიპლომატიური იმუნიტეტი. ამას განვიხილავთ კოსოვოელი ალბანელი მმართველების პროვოკაციული ხაზის გაგრძელებად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მოსკოვი მოუწოდებს გაერო-ს მისიას, „დაკავებული რუსის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს რუსეთს“ და „მიმართოს მაქსიმალურ ძალისხმევას მისი გათავისუფლების მიზნით“.

როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რუსეთის მოქალაქე კრასნოშეკოვი ქალაქ ზუბინ-პოტოკში დააკავეს.

მანამდე გაერო-ს თანამშრომლის დაკავების შესახებ განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გააკეთა. როგორც ის ამტკიცებს კრასნოშეკოვს სცემს და დააკავეს. გაერო-ს მისიაში განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქე ამჟამად სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც სერბეთში აცხადებენ, კოსოვოს პოლიციამ სერბებით დასახლებულ რაიონებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 23 პირი დააკავა.

მომხდარი კოსოვოს მთავრობამ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრმა რამუშ ხარადინაიმ მომხდარს „კონტრაბანდასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა“ უწოდა.

კოსოვოს ჩრდილოეთში მომხდარის გამო სერბეთმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. ადგილობრივი მედია მძიმე ტექნიკის გადაადგილების შესახებ იუწყება.

მსგავსი