რუსეთი-ეგვიპტე: მატჩის ანონსი
რუსეთი-ეგვიპტე: მატჩის ანონსი

19 ივნისი. სანკტ-პეტერბურგი. სტადიონი “კრესტოვსკი”. დასაწყისი – 22:00
მსაჯი: ენრიკე კასერესი (პარაგვაი)

რუსეთი და ეგვიპტე ხსნიან ჯგუფური ეტაპის მეორე ტურს. წილისყრის შემდეგ, ეს მატჩი ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ძირითად დაპირისპირებად განიხილებოდა და სასტარტო მატჩების შემდეგ, ეს მოსაზრება ძალაში დარჩა.

რუსეთმა, როგორც მოსალოდნელი იყო, დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე სუსტი გუნდი საუდის არაბეთი, ეგვიპტე კი ახლოს იყო ფრესთან ურუგვაის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც წააგო.

აფრიკელებმა ურუგვაისთან არ ათამაშეს მოჰამედ სალაჰი და ის რუსეთისთვის შეინახეს, ასე რომ, “ფარაონებს” მთელი აქცენტი მასპინძლებთან მატჩზე აქვთ გაკეთებული.

ურთიერთშეხვედრები
გუნდები აქამდე არ შეხვედრიან ერთმანეთს.

საინტერესო ფაქტები
– რუსეთს თავის ისტორიაში არასოდეს მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთზე მეტი მატჩი. ეგვიპტის ნაკრებს კი საერთოდ არ აქვს მოგება, მიუხედავად იმისა, რომ მესამედ თამაშობს ფინალურ ტურნირში.
– საუდის არაბეთის დამარცხებით, რუსეთმა შეწყვიტა შვიდმატჩიანი მოუგებელის სერია.
– ეგვიპტეს 2100 კილომეტრის გავლა მოუწია საკუთარი ბაზიდან სანკტ-პეტერბურგამდე ჩასასვლელად.
– ეგვიპტეს შვიდმატჩიანი მოუგებელის სერია აქვს.
– ბოლო 5 მატჩიდან ეგვიპტემ ოთხში ვერ შეძლო გოლის გატანა.
– ეგვიპტეს 6 მატჩი აქვს ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე და ხუთში 2.5 გოლზე ნაკლები გადიოდა.

რა თქვეს მწვრთნელებმა
სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთი):
“ეგვიპტე – თანაბრად დაბალანსებული გუნდია. თუმცა, რა თქმა უნდა, სალაჰი გამოირჩევა. ჩვენ ვთამაშობთ მთელი გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ სალაჰის გასანეიტრალებლად”.

ექტორ კუპერი (ეგვიპტე):
“კარგი იქნება, თუ რუსები მხოლოდ სალაჰზე იქნებიან კონცენტრირებული. ჩვენს გუნდში მხოლოდ მო არ თამაშობს, თუმცა, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. სალაჰი ემზადებოდა, თუმცა, სამშაბათს კიდევ დავაკვირდებით, როგორ მდგომარეობაში იქნება და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, მას შეუძლია და მზად არის სათამაშოდ”.

სავარაუდო შემადგენლობები
რუსეთი (3-4-2-1): აკინფეევი – იგნაშევიჩი, კუტეპოვი, სმოლნიკოვი – ჟირკოვი, გაზინსკი, ზობნინი, სამედოვი – ძიუბა, გოლოვინი – სმოლოვი.
ეგვიპტე (4-4-2): ალ შენავი – ალი გაბრი, გენაზი, ფათჰი, აბდელ შაფი – ჰამედი, ელნენი, ტრეზეგე, საიდი – სობჰი, სალაჰი.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!