რუსეთი და ირანი კასპიის ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
რუსეთი და ირანი კასპიის ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

რუსეთი და ირანი კასპიის ზღვაში წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ განცხადება ირანის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურმა, ჰოსეინ ხანზადიმ გააკეთა.

როგორც ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, ირანელი და რუსი სამხედროები ტაქტიკურ ოპერაციებს ჩაატარებენ, რომლის მიზანიც მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება იქნება.

კონკრეტულად როდის ჩატარდება მანევრები ჯერ უცნობია.

ირანმა და რუსეთმა ერთობლივის სამხედრო წვრთნები 2015 და 2017 წელსაც ჩაატარეს.