რუსეთი, ბელარუსთან ერთად, მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს
რუსეთი, ბელარუსთან ერთად, მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს

რუსეთი, ბელარუსთან ერთად, დღეს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ათდღიანი იქნება და მასში 30 000-მდე რუსი სამხედრო, ასევე „ეს-400“ სახმელეთო-საჰაერო სარაკეტო სისტემების ორი ბატალიონი და 35 ავიაგამანადგურებელი მიიღებს მონაწილეობას. ბელარუსში იმყოფება რუსეთის გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი.

თეთრი სახლი ამ წვრთნებს უკრაინის გარშემო არსებული ვითარების პირობებში „გამამწვავებელ“ ქმედებად აფასებს. დასავლური ქვეყნები შიშობენ, რომ უკრაინის საზღვართან მობილიზებული შეიარაღებული ძალების ფონზე, მოსკოვი შესაძლოა, უკრაინაში შეიჭრას.

წვრთნები 20 თებერვლამდე გაგრძელდება.