რუსეთი აცხადებს, რომ დანიური კომპანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას წყვეტს
რუსეთი აცხადებს, რომ დანიური კომპანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას წყვეტს

რუსული „გაზპრომი“ აცხადებს, რომ პირველი ივნისიდან გაზის მიწოდებას უწყვეტს დანიურ კომპანია Orsted-სა და ბრიტანულ Shell Energy Europe-ს, რომლებმაც საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს.

ამის შესახებ უკრაინული მედია „გაზპრომის“ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, დანიურმა კომპანია Orsted-მა 30 მაისს განაცხადა უარი „გაზპრომისთვის“ რუბლში ანგარიშსწორებაზე. გადახდის ბოლო თარიღი 31 მაისი იყო.

ბრიტანულმა კომპანია Shell Energy Europe Limited-მა კი აცნობა „გაზპრომს“, რომ ასევე არ აპირებს გერმანიისთვის მისაწოდებელი გაზის რუბლში შეძენას.

დღეს „გაზპრომმა“ ასევე დაადასტურა, რომ გაზის მიწოდება შეუწყვიტა ნიდერლანდებს. რუსეთისგან გაზის რუბლში შეძენაზე უარი თქვეს ფინეთმა, ბულგარეთმა და პოლონეთმაც.