რუსებმა არაბიძის ტრანსფერი გამოარჩიეს - მას ჰაჯის ადარებენ
რუსებმა არაბიძის ტრანსფერი გამოარჩიეს - მას ჰაჯის ადარებენ

გამოცემა „ჩემპიონატმა“ რუსეთის ჩემპიონატის 11 ისეთი ტრანსფერის სია შეადგინა, რომელიც მათი შეფასებით, ცოტამ თუ შენიშნა. ამ სიაში ვოლგოგრადის „როტორში“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნის, გიორგი არაბიძის ტრანსფერიც მოხვდა.

„რუსეთის პრემიერლიგის გუნდებში ზამთრის სატრანსფერო კამპანია მხოლოდ ახლა იწყება, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი უკვე განხორციელდა. თუმცა, საახალწლო ზეიმების გამო, ალბათ, ეს სიახლეები ბევრმა არ შენიშნა. ჩვენ კი ყურადღებას მივაქცევთ. ამ 11 ტრანსფერში არის „ქართველი მესი“ გიორგი არაბიძე, რომელიც პორტუგალიური „ნაციონალიდან“ ვოლგოგრადის „როტორში“ 6-თვიანი იჯარით გადავიდა, მაგრამ უკვე განაცხადა, რომ პორტუგალიაში დაბრუნებას არ აპირებს“, – წერს გამოცემა.

გამოცემა „ჩემპიონატი“ 22 წლსი ქართველ შემტევ ნახევარმცველს საინტერესოდ ახასიათებს: „გიორგიმ „ნაციონალში“ ჩატარებულ 12 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. 2016/2017 წლების სეზონში არაბიძე დონეცკის „შახტართან“ ერთად უკრაინის ჩემპიონი გახდა, 2018 წელს კი მსოფლიოს 100 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის „ოქროს ბიჭის“ ჯილდოს პრეტენდენტთა სიაში მოხვდა. ფეხბურთელს ხშირად „ქართველ მესის“ უწოდებენ, ასევე რუმინელ გეორგი ჰაჯის ადარებენ“.