რუსების წინააღმდეგ 100 ახალი საქმე იხსნება
რუსების წინააღმდეგ 100 ახალი საქმე იხსნება

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტმა კრეიგ რიდიმ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე გამოაცხადა, რომ მისმა ორგანიზაციამ შეიძლება 100-ზე მეტი საქმე აღძრას რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ. ეს პროცედურა იწყება იმ შედეგების მიხედვით, რომელიც მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა გადამოწმების შემდეგ მიიღეს.

როგორც ვარაუდობენ, სააგენტო არაერთ სანქციას გამოიტანს რუსი სპორტსმენების მიმართ. მაგალითად, ეჭვმიტანილთა შორის არიან ბიატლონისტები და მათი დასჯის შემთხვევაში, რუსეთი დაკარგავს გუნდურ პირველ ადგილს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე.