რუს ოლიმპიელებს მედლების დაბრუნება მოუწევთ
რუს ოლიმპიელებს მედლების დაბრუნება მოუწევთ

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 11 რუსი სპორტმენისგან მოითხოვა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მედლების დაბრუნება. მათ შორის არიან ათლეტები, რომელთა მიერ ანტისადოპინგო წესების დარღვევა დაადასტურა სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ.

ამ ორგანომ წლის დასაწყისში ნაწილობრივ დაადასტურა 11 რუსის აპელაცია ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მათ სამუდამო დისკვალიფიკაციასა და 2014 წლის ოლიმპიადაზე მათი შედეგების გაუქმებას ეხებოდა. მაშინ, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ აღიარა, რომ ისინი დამნაშავენი იყვნენ ანტისადოპინგო წესების დარღვევაში, მაგრამ შეცვალა სამუდამო დისკვალიფიკაცია სპორტსმენების 2018 წლის ოლიმპიადაზე არდაშვებით. ამასთან, სოჭის ოლიმპიადის შედეგების გაუქმება ძალაში დარჩა.

„საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოითხოვა 11 რუსი სპორტსმენისგან მედლების დაბრუნება, რადგან მათი დარღვევები სოჭის ოლიმპიადის დროს, დადასტურებულია სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ“, – გამოაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეს-სამსახურმა.

11 სპორტსმენს შორის მოხვდნენ: ბესიბოლისტები – ალექსანდრ ზუბკოვი, ალექსეი ვოევოდა, ალექსანდრ კასიანოვი, ალექსეი პუშკარიოვი, ილვირ ჰუზინი; მოთხილამურეები – იულია ივანოვა, იულია ჩეკალიოვა, ანასტასია დოცენკო; ჰოკეისტები – გალინა სკიბა, ანა შიბანოვა და ინა დიუბანოკი.

მოთხილამურეები და ჰოკეისტები სოჭში მედლების გარეშე დარჩნენ, ზუბკოვმა და ვოევოდამ კი ოქროს მედლები მოიპოვეს ორ და ოთხადგილიანი ბობებით ასპარეზობისას. ოთხადგილიანში მათი პარტნიორები იყვნენ ნეოდაილო და ტრუნენკოვი და მათაც მოუწევთ მედლების დაბრუნება.