რუს ფეხბურთელს კლუბი პუტინის კრიტიკისთვის დასჯის
რუს ფეხბურთელს კლუბი პუტინის კრიტიკისთვის დასჯის

რუსეთის პრემიერლიგის კლუბის „კრილია სოვეტოვის“ მეკარემ ევგენი ფროლოვმა ინტერვიუში გააკრიტიკა რუსეთის მთავრობა და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

„ავიღოთ ამერიკა, ევროპა – ბევრ ქვეყანაში ეხმარებიან თავიანთ მოქალაქეებს, ბიზნესს. ჩვენთან რუსეთში ასეთი რამ არ არის.

ის, რასაც პრეზიდენტი ლაპარაკობს – ცარიელი სიტყვებია. მინდა ხალხს თვალები ავუხილო. ყველაფერს, რასაც ტელევიზორში გვეუბნებიან , ბოროტოებაა. რეალურად ყველაფერი სხვანაირადაა“, – თქვა ფროლოვმა.

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, „კრილია სოვეტოვმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ კლუბისა და ფეხბურთელის აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს.

„კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი არ იზიარებს ევგენი ფროლოვის აზრს.

კლუბთან შეუთანხმებლად ინტერვიუს მიცემით, მან დაარღვია კონტრაქტის პირობები და ზიანი მიაყენა გუნდის ინტერესებს. ფეხბურთელს შესაბამისი სასჯელი ელოდება,“ – წერია განცხადებაში.