რუნი „დერბი ქაუნთის“ შეუერთდა
რუნი „დერბი ქაუნთის“ შეუერთდა

34 წლის ფორვარდი უეინ რუნი უკვე შეუერთდა თავის ახალ კლუბ „დერბი ქაუნთის“, მაგრამ ჯერ არ აქვს ამ გუნდში თამაშის უფლება.

როგორც გაზეთი „დეილი მეილი“ წერს, რუნი გუნდის მთავარი მწვრთნელის ფილიპ კოკუს გვერდით იქნება შაბათს, ჩემპიონშიფის მატჩის დროს „ქუინზ პარკის“ წინააღმდეგ.

ორშაბათიდან კი რუნი სრულფასოვან ვარჯიშებს დაიწყებს და 2 იანვარს ექნება დებიუტი „ბარნსლის“ წინააღმდეგ მატჩში.

შეგახსენებთ, რომ რუნი გახდა „დერბი ქაუნთის“ მოთამაშე მწვრთნელი და კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც პირველი იანვრიდან შედის ძალაში.

ინგლისელის ბოლო კლუბი იყო ამერიკული „დი სი იუნაიტედი“. ამ გუნდში რუნიმ 52 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.