რუმინული გამოცემა – მექვაბიშვილმა რუმინეთი დატოვა და მალე ლევანდოვსკის თანაგუნდელი გახდება #1TVSPORT

20:45, 31.08.2026

ანზორ მექვაბიშვილს „უნივერსიტატეაში“ მაღალი ანაზღაურება შესთავაზეს, რაზეც უარის თქვა, რუმინეთი უკვე დატოვა და აშშ-ში, „ჩიკაგო ფაიერსში“ გადასასვლელად ემზადება, სადაც რობერტ ლევანდოვსკის თანაგუნდელი გახდება, – ინფორმაციას რუმინული გამოცემა DigiSport-ი ავრცელებს.

„კლუბის ხელმძღვანელობამ მექვაბიშვილის შენარჩუნება სცადა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა პრეზიდენტი​ს, მიჰაი როტარუს შეთავაზება უარყო და MLS-ში გადასვლა გადაწყვიტა. ქართველმა ფეხბურთელმა უკვე დატოვა რუმინეთი და აშშ-ს ვიზის მისაღებად თბილისში გაემგზავრა. ამის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ჩიკაგოში გაფრინდება, რათა ახალ გუნდთან კონტრაქტი გააფორმოს.

უნივერსიტატეის“ ახალი შეთავაზებით, ფეხბურთელი ამჟამინდელ ხელფასზე (20 000 ევრო) მეტს მიიღებდა, მაგრამ მას „ჩიკაგო ფაიერსში“ (სადაც მისი ხელფასი დაახლოებით 80 ათასი ევრო იქნება) გადასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა“, – ასეთია DigiSport-ის ინფორმაცია.

მსგავსი