რუმინული გამოცემა – მექვაბიშვილი „ჩიკაგო ფაირის“ შეთავაზებას დათანხმდა, ტრანსფერზე კლუბებმაც მოილაპარაკეს #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილი, დიდი ალბათობით, კრაიოვის „უნივერსიტატეას“ დატოვებს და კარიერას „ჩიკაგო ფაირში“ გააგრძელებს – ინფორმაციას რუმინული გამოცემა DigiSport-ი ავრცელებს.
„ანზორ მექვაბიშვილი, სავარაუდოდ, „უნივერსიტატეას“ დატოვებს. რუმინულ კლუბს „ჩიკაგო ფაირმა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 2.1 მილიონი ევრო შესთავაზა – კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
საბოლოო გადაწყვეტილება ქართველ ნახევარმცველზე იყო დამოკიდებული, რომელიც ამერიკულ კლუბში გადასვლას დათანხმდა და რუმინეთის ჩემპიონს „არარატ-არმენიასთან“ საპასუხო მატჩის შემდეგ დატოვებს“, – ამტკიცებს DigiSport.
თუ ტრანსფერი საბოლოოდ შედგა, მექვაბიშვილი ჩიკაგოში რობერტ ლევანდოვსკის თანაგუნდელი გახდება – პოლონელი ვარსკვლავი MLS-ში ზაფხულში გადავიდა.