რუმინეთში მექვაბიშვილის თამაშს ესპანური კლუბის წარმომადგენლები დაესწრნენ #1TVSPORT

13:58, 27.07.2026

ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეა“ რუმინეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ბუქარესტში „დინამოსთან“ მოულოდნელად 1:5 დამარცხდა – ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს.

ცნობილი გახდა, რომ ამ მატჩს ესპანური ლა ლიგის „ხეტაფეს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც მექვაბიშვილის, ჩიკალდაუსა და ბაიარამის ტრანსფერით არიან დაინტერესებულნი – ამის შესახებ გამოცემა Digi Sport-ი წერს. ამავე დროს, გამოცემა ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს დღემდე იწვევენ ამერიკასა („ჩიკაგო ფაიერი“) და საფრანგეთში („ტულუზა“).

უნივერსიტატეა“ 29 ივლისს კრაიოვაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბულგარეთის ჩემპიონს, „ლევსკის“ უმასპინძლებს, რომელთანაც სოფიაში 0:1 დამარცხდა.

მსგავსი