რუმინეთში ხვალიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იწყებენ | ბუქარესტი 2018
რუმინეთში ხვალიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იწყებენ | ბუქარესტი 2018

თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 16 -დან 18 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს ნაკრების წევრებმა, წინა საჩემპიონატო მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი შეკრება დუშეთში გაიარეს.

ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ. – რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
61 კგ. – ამირან ვახტანგიშვილი (გორი)
65 კგ. – ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
70 კგ. – გიორგი სულავა (ქუთაისი)
74 კგ. – ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
79 კგ. – ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)
86 კგ. – საბა ჩიხრაძე (რუსთავი)
92 კგ. – ირაკლი მწითური (თბილისი)
97 კგ. – გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
125 კგ. – როლანდ ანდრიაძე (ხონი)

16 ნოემბერი
57, 65, 70, 79 და 97 კგ. წონითი კატეგორიები – წინასწარი ეტაპის და 1/2 ფინალური შეხვედრები.

17 ნოემბერი
61, 74, 86, 92 და 125 კგ. წონითი კატეგორიები – წინასწარი ეტაპის და 1/2 ფინალური შეხვედრები.
57, 65, 70, 79 და 97 კგ. წონითი კატეგორიები – ფინალური შეხვედრები.

18 ნოემბერი
61, 74, 86, 92 და 125 კგ. წონითი კატეგორიები – ფინალური შეხვედრები.

დატოვე კომენტარი