რუმინეთის „უნივერსიტატია“ მომდევნო ორ მატჩს ცარიელი ტრიბუნების პირობებში გამართავს
რუმინეთის „უნივერსიტატია“ მომდევნო ორ მატჩს ცარიელი ტრიბუნების პირობებში გამართავს

რუმინულ საფეხბურთო კლუბ „უნივერსიტატია კრაიოვას“ უეფას ევროპა ლიგაზე მომდევნო ორი მატჩის ცარიელი ტრიბუნების პირობებში გამართვა მოუწევს. ამის მიზეზი 1 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც ქალაქ კრაიოვას სტადიონზე მიმდინარე მატჩის დროს, ტრიბუნებიდან ნასროლი ობიექტი ჩრდილოირლანდიელ მსაჯს, არნოლდ ჰანტერს, თავში მოხვდა.

შედეგად, მატჩი ადგილობრივ „უნივერსიტატიასა“ და უნგრულ „ჰონვედს“ შორის 30 წუთით შეწყდა, რის შემდეგაც მატჩი მეოთხე მსაჯმა გააგრძელა.

გარდა ზემოხსენებული სასჯელისა, უნივერსიტატიას ჯარიმის სახით 55 000 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს.