რუმინეთის სასამართლომ „სტიაუას“ ყველა ტიტული მეოთხე დივიზიონის გუნდს გადასცა
რუმინეთის სასამართლომ „სტიაუას“ ყველა ტიტული მეოთხე დივიზიონის გუნდს გადასცა

რუმინეთში დასრულდა სასამართლო დავა ქვეყნის უმაღლესი დივიზიონის კლუბს საფეხბურთო კლუბ „სტიაუა ბუქარესტს“ (FCSB – Fotbal Club Steaua Bucuresti) და მეოთხე დივიზიონის წარმომადგენელ „სტიაუა“ შორის. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს უკანასკნელი არის „სტიაუას“ კანონმემკვიდრე, შესაბამისად, FCSB-მ დაკარგა ყველა ტიტული, რომელიც 2003 წლამდე მოიპოვა – 21 ჩემპიონობა, 20 თასი, ოთხი სუპერთასი, აგრეთვე, ჩემპიონთა თასი და უეფას სუპერთასი.

ყველა ეს ტიტული ოფიციალურად ეკუთნის ახალ „სტიაუას“, რომელიც შეიქმნა 1998 წელს მფლობელის შეცვლის შემდეგ. ადრე, „სტიაუა“ არმიული გუნდი იყო. ახალი კლუბი ასევე შეიქმნა თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

2017 წელს, უმაღლეს ლიგაში მოთამაშე „სტიაუას“ სახელი გადაარქვეს FCSB-ში ინტერესთა კონფლიქტის გამო.

ასე რომ, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, FCSB-ს დარჩა ხუთი ჩემპიონობა, ორი თასი, ორი სუპერთასი და ორი ლიგის თასი.