რუმინეთის პრემიერი – არსებითი და მეგობრული საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიკ ორბანი ქართველ კოლეგასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, რუმინეთის პრემიერი აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
„არსებითი და მეგობრული საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. კოლეგას დავუდასტურე საქართველოს სუვერენიტეტისა დს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რუმინეთის სრული მხარდაჭერა. პრიორიტეტულად მივიჩნევთ ჩვენს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესებას შავი ზღვის რეგიონში“, – წერს ლუდოვიკ ორბანი „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.
Substantive, friendly exchange w/ Georgian PM @GakhariaGiorgi. Reiterated RO full support for GE sovereignty&territorial integrity & for its European&Euro-atlantic aspirations. Improving connectivity btwn our countries over Black Sea – a priority #MSC2020 pic.twitter.com/Bqqm8NCQiC
— Ludovic Orban (@orban_ludovic) February 14, 2020