რუმინეთის ნაკრების ყოფილი მეკარე „საბურთალოს“ მეტოქეზე - „სტიაუას“ დაცვა კოშმარია, შუახაზი - სიცარიელე, გუნდს თამაში დაავიწყდა #1TVSPORT
რუმინეთის ნაკრების ყოფილი მეკარე „საბურთალოს“ მეტოქეზე - „სტიაუას“ დაცვა კოშმარია, შუახაზი - სიცარიელე, გუნდს თამაში დაავიწყდა #1TVSPORT

პროსპორტ ლაივთან“ ინტერვიუში რუმინეთის ნაკრების და ბუქარესტის „დინამოს“ ყოფილმა მეკარემ, ფლორინ პრუნეამ „საბურთალოს“ მეტოქის, ბუქარესტის „სტიაუას“ ბანაკში არსებულ პრობლემებზე ბევრი საინტერესო და საყურადღებო რამ გაამხილა, რომლის ცოდნაც თბილისურ კლუბს წაადგება.

„ვწუხვარ ტონი პეტრეას გამო. ვერ ვხვდები, რა დაემართა ბოლო სამ თვეში გუნდს, რომელიც ჩემპიონობასთან ახლოს იყო და ახლა ასეთ დღეშია. ბუქარესტის „სტიაუა“ სეზონის დებიუტში ცუდად გამოიყურება. გუნდის პრობლემები გასულ სეზონში იმედგაცრუებისა და ზაფხულს ცუდი მომზადების შედეგია. მწვრთნელი ტონი პეტრეა ნაწილობრივ დამნაშავეა იმაში, რომ ვიცეჩემპიონის გასახდელში თავისი სიტყვა ვერ თქვა, მაგრამ მოთამაშეთა უმეტესობასაც თამაში დაავიწყდა. გუნდს დიდი პრობლემები შეექმნება, თუ დაცვის ცენტრში და ნახევარდაცვაში არ გაძლიერდება. ჯიჯი ბეკალის სურს, რომ „სტიაუაში“ ნიკოლაე დიკა დააბრუნოს, მაგრამ მასაც შეექმნება პრობლემები. როდესაც ბოსი მოდის და ამბობს – „არა უშავს“, მწვრთნელს დიდი პრობლემები გაქვს, დიკეს ვგულისხმობ.

– გუნდი შეცვლილია ბოლო სეზონის შემდეგ როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით. ფეხბურთელებს თამაში დაავიწყდათ. რაღაც მოხდა, იმედგაცრუება, რომ გასულ სეზონში ტიტული ვერ მოიპოვეს, სახეზეა. ეტყობა, კარგი მომზადებაც ვერ გაიარეს და ვერ დარბიან. ფლორინ ტანასე დრიბლინგებს ვეღარ აკეთებს, აღარ ვლაპარაკობ ფლორინელ კომანზე, კორდეაზე ან ტავი პოპესკუზე. ასეთი სუსტი ცენტრალური მცველები ბუქარესტის „სტიაუაში“ ბოლო წლებში არ მინახავს. ბუენას ორი წელი არ უთამაშია. ცენტრალური დაცვა კოშმარია და შუახაზი – სიცარიელე.

– ახლა ყველა მოთამაშეს პრობლემები აქვს. ეს ასევე სამწვრთნელო საკითხია. ვფიქრობ, ტონი პეტრეამ გადაწყვეტილება „საბურთალოსთან“ მატჩის შემდეგ მიიღო. ეს მისი გადასაწყვეტი იყო და არ მგონია, რომ ვინმეს ელაპარაკა. მას ამ მატჩის ეშინოდა. ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ის, ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამას გაიხსენებს“, – თქვა ფლორინ პრუნეამ ProSport Live-თან ინტერვიუში.

ფლორინ პრუნეა ცნობილი გახდა რუმინეთის ნაკრებში თამაშით. რუმინეთის ორგზის ჩემპიონს და რუმინეთის თასის ორგზის მფლობელს უთამაშია თურქეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის კლუბებში. ეროვნულ ნაკრებში 11 წელი ითამაშა და 40 მატჩი ჩაატარა. მონაწილეობდა ორ მსოფლიო (1994, 1998) და ორ ევროპის ჩემპიონატზე (1996, 2000).

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველ მატჩში „საბურთალომ“ ჩემპიონთა თასის ყოფილი გამარჯვებული „სტიაუა“ 1:0 დაამარცხა, საპასუხო შეხვედრას კი ბუქარესტში 28 ივლისს ჩაატარებს.