რუმინეთის ნაცვლად აზერბაიჯანში - კვირკველია „ნეფთჩიში“ ითამაშებს #1TVSPORT
რუმინეთის ნაცვლად აზერბაიჯანში - კვირკველია „ნეფთჩიში“ ითამაშებს #1TVSPORT

„მე უკვე აქ ვარ – ახალი ისტორია დავიწყოთ ერთად“, – ასე მიმართა საბა კვირკველიამ ბაქოს „ნეფთჩის“ გულშემატკივრებს.

საქართველოს ნაკრების 30 წლის მცველის ტრანსფერი აზერბაიჯანის ყველაზე ტრადიციულმა კლუბმა გვიან ღამით გამოაცხადა. „ნეფთჩის“ ახალწვეული ბაქოში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. ხელშეკრულების გაფორმება უახლოეს დღეებში იგეგმება – კონტრაქტი ორწლიან ვადაზეა გათვლილი.

30 წლის კვირკველია ადრე თამაშობდა ყაზანის „რუბინში“, ნიჟნეკამსკისნეფტოხიმიკში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, ვოლგოგრადის „როტორში“, ხარკოვის „მეტალისტსა“ და „გაგრაში“.

საბა „გაგრაში“ უკრაინაში წარმოებული ომის გამო დროებით ჩაირიცხა, მაგრამ კონტრაქტი ისევ „მეტალისტთანაკავშირდებდა და აზერბაიჯანულ კლუბში გადასვლამდე კვირკველიამ უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა. იყო საუბარი მის ბუქარესტის „სტიაუაში“ გადასვლაზე, მაგრამ ეს ვარიანტი გამოირიცხა.

„ნეფთჩი“ კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და კვიპროსის „არისს“ შეხვდება – 21 ივლისს მეტოქეს კუნძულზე ესტუმრება, ხოლო 28 ივლისს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

„ნეფთჩი“ სეზონისთვის მზადების მეორე ეტაპს თურქეთში გადის. 15 ივლისამდე ბაქოელები სამი საკონტროლო შეხვედრის გამართვას გეგმავენ.