რუმინეთი ერთადერთხელ დავამარცხეთ - ესეც 13 მაისის თაობის „დინამომ“ მოახერხა #1TVSPORT
რუმინეთი ერთადერთხელ დავამარცხეთ - ესეც 13 მაისის თაობის „დინამომ“ მოახერხა #1TVSPORT

სოციალურ ქსელში ცნობილი გვერდის, „ფეხბურთი გვაერთიანებს“ დამფუძნებელმა, ბლოგერმა ზაზა ახალაიამ საინტერესო ისტორია მოიძია – თავის დროზე რუმინეთის ეროვნული გუნდი ჩვენს ფეხბურთელებს დამარცხებული ჰყავთ, მაგრამ ეს 41 წლის წინ თბილისის „დინამომ“ მოახერხა.

„1980 წლის 15 ივლისს, ბუქარესტში, in turniul internacional din capitala-ს ნახევარფინალში, 12 ივლისს თბილისის „დინამომ“ პიტეშტისარჯეში“ 1:0 გია თავაძის გოლით დაამარცხა და ფინალში გავიდა. იქ ნოდარ ახალკაცის გუნდს რუმინეთის ნაკრები დაუპირისპირდა და ისიც 2:0 დაამარცხა. გოლები ვიტალი დარასელიამ და ვაჟა ჟვანიამ გაიტანეს“, – წერს ახალაია.

მისი თქმით, „დინამომ“ რუმინეთთან სტუმრად ძალიან სერიოზული საკადრო დანაკლისის მიუხედავად მოიგო: „ჩვენს გუნდს ჩივაძე, სულაქველიძე, ყიფიანი და გუცაევი დააკლდა. ანუ ლამის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არ იყვნენ“.

ცნობილმა ბლოგერმა რუმინეთის მაშინდელი ნაკრების შეფასებისთვის ფაქტები დაასახელა: „1976 წლიდან მისი მთავარი მწვრთნელი იყო სახელგანთქმული შტეფან კოვაჩი – ტოტალური ფეხბურთის ერთ-ერთი შემოქმედი რინუს მიხელსთან ერთად, რომელმაც 1972 წელს „აიაქსში“ მიხელსი ჩაანაცვლა და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები. რუმინელთა მთავარი მწვრთნელი ძალიან კარგად იცნობდა თბილისის,,დინამოს“ და შესაძლებელია,რომ სწორედ შტეფან კოვაჩის იდეა იყო რუმინეთში თბილისის „დინამოს“ მიწვევა“.

რუმინეთი – თბილისის ,,დინამო“ 0:2

გოლები: 0:1 დარასელია, 0:2 ჟვანია

„დინამო“: გაბელია, კოსტავა (მელიქია), ხიზანიშვილი, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია (ჟვანია), ჭილაია, მინაშვილი, ჯოხაძე, თავაძე, კაკილაშვილი.