რუმინელმა ტელეწამყვანმა სერენა უილიამსი დისკრიმინაციული ტერმინით მოიხსენია

11:06, 17.09.2019

რუმინელმა ტელეწამყვანმა რადუ ბანჩუმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში თავის ყოველდღიურ საღამოს პროგრამაში ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი დისკრიმინაციული ტერმინით მოიხსენია, კერძოდ, მან ჩოგბურთელი მაიმუნს შეადარა.

„სერენა უილიამსი გამოიყურება, როგორც წითელ-უკანალიანი მაიმუნი ზოოპარკში. თუ მათ შარვლებს ჩავაცმევთ, ვერაფრით გავარჩევთ კორტზე სერენა უილიამსისგან“, – განაცხადა ბანჩუმ.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საბჭომ ბანჩუს სიტყვები შეაფასა, როგორც უკიდურეს ფორმებში რასიზმის გამოვლინება.

საბოლოოდ, ტელეწამყვანი დაახლოებით ორი ათასი დოლარით დააჯარიმეს. ტელეარხმა სერენა უილიამსს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში.

მსგავსი