რუმენიგე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - პლეი ოფში ტურნირი ძალას მოიკრებს, ინფანტინო ამ იდეისთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს #1TVSPORT
გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ შეაქო ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატის შექმნისთვის.
„პლეი ოფში ტურნირი ძალას მოიკრეფს. სხვათა შორის, ასეთი რამ ნებისმიერ ტურნირზე ხდება.
მე ბედნიერი ვიქნებოდი, ასეთ ჩემპიონატში რომ მიმეღო მონაწილეობა. ის, ვინც გაიმარჯვებს, ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდება კლუბებს შორის.
ჯანი ინფანტინო მაღალ შეფასებას იმსახურებს იმისთვის, რომ იდეა გაიტანა და შექმნა ის.
დღეს ყველანაირ სიახლეს ნეგატიურად იღებენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის ბოლო დღეს ყველა დაძაბული უყურებდა, როგორ იცვლებოდა ცხრილი“, – განაცხადა „ბაიერნის“ დამკვირვებელთა საბჭოს წევრმა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 32 გუნდის მონაწილეობით 15 ივნისიდან 13 ივლისამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება.