რუი კოშტა „ბენფიკას“ პრეზიდენტი გახდა #1TVSPORT
რუი კოშტა „ბენფიკას“ პრეზიდენტი გახდა #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რუი კოშტა ლისაბონის „ბენფიკას“ პრეზიდენტი გახდა, – ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.

რუი კოშტა ამ პოსტზე შეცვლის ლუიშ ფელიპე ვიეირას, რომელიც ადრე დააპატიმრეს თაღლითობისთვის, გადასახადების დამალვისა და ფულის გათეთრებისთვის.

49 წლის რუი კოშტა „ბენფიკაში“ 1991-1994 და 2006-2008 წლებში თამაშობდა. 2008 წელს, მან კლუბის დირექტორის პოსტი დაიკავა.