რუი კოშტა „ბენფიკას“ პრეზიდენტად აირჩიეს #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რუი კოშტა „ბენფიკას“ ახალი პრეზიდენტი გახდა.
49 წლის ვეტერანმა სპორტსმენმა არჩევნებში ხმების 84,48 პროცენტი მიიღო და კონკურენტებს უდიდესი უპირატესობით აჯობა.
კოშტა „ბენფიკას“ 2025 წლამდე უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ ის ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ (2008 წლიდან) „ბენფიკას“ სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა.
რუი კოშტა თამაშობდა „ფიორენტინაში“, „მილანსა“ და თვითონ „ბენფიკაში“ (1991—1994 და 2006—2008 წლებში)
As primeiras palavras de Rui Costa, o 34.º Presidente da história do Clube. pic.twitter.com/fsRZHs7Y3V
— SL Benfica (@SLBenfica) October 10, 2021