რუდიგერმა „რეალთან“ კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
რუდიგერმა „რეალთან“ კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„რეალმა“ „ჩელსის“ მცველთან, ანტონიო რუდიგერთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა, – იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

მისი ინფორმაციით, „სამეფო კლუბსა“ და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულების გაფორმებას ოფიციალურად ახლო მომავალში გამოაცხადებენ. ფაბრიციო რომანოს ცნობით, კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

მიმდინარე სეზონში რუდიგერმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.