რუდი გობერს არ დასჯიან, თუმცა გუნდში მასზე განაწყენებულები არიან
რუდი გობერს არ დასჯიან, თუმცა გუნდში მასზე განაწყენებულები არიან

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა „იუტა ჯაზის” კალათბურთელ რუდი გობერს დაუდგინდა. ტესტის პასუხი „ოკლაჰომასთან” თამაშამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი და იქედან გამომდინარე, რომ ფრანგს კონტაქტი ძალიან ბევრ ადამიანთან ჰქონდა, ლიგამ მიიღო გადაწყვეტილება სეზონის შეჩერებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით კორონავირუსი გობერის გუნდელს, დონოვან მიჩელსაც აღმოაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ გობერს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, მანამდე კალათბურთელს შეხება მედიის წარმომადგენლებთანაც ჰქონდა და საკმაოდ უპასუხისმგებლოდ იქცეოდა. ფრანგი ჟურნალისტებს მიკროფონებს და სხვა ინვენტარს შეეხო, მოგვიანებით კი ანალოგიურად იქცეოდა საკუთარი გუნდის გასახდელში. მიუხედავად ამისა, როგორც ირკვევა გობერს რაიმე სახის სასჯელი არ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს. წყარო იუწყება, რომ გობერზე გუნდში განაწყენებულები არიან. მისი თქმით, გუნდის მთავარი პრიორიტეტი ამ დროისთვის გობერისა და მიჩელის სწრაფი გამოჯანმრთელებაა. ეს ინფორმაცია „იაჰუ სპორტს“-ის (YAHOO Sports) ჟურნალისტმა კრის ჰეინსმაც დაადასტურა.

დატოვე კომენტარი