რუდი გარსია - კვარაცხელიასა და ზელინსკის ცოტა დასვენების საშუალება მივეცი #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ბოლო პერიოდში პირველად არ გამოჩნდა „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელიც იტალიის ჩემპიონატში „ემპოლის“ ეთამაშება.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი რუდი გარსიამ თამაშამდე SKY Sports-თან მოკლე კომენტარის დროს ახსნა.
„რატომ ამოვაგდე შემადგენლობიდან კვარაცხელია და ზელინსკი? ეს არ არის სწორი შეფასება, უბრალოდ, გვსურს, მათ ცოტა დასვენების საშუალება მივცეთ და მეორე ტაიმში გამოვიყენოთ. გვჭირდებოდა ახალი ძალა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ როტაცია მოვახდინოთ.
გოლების გატანა და საჯარიმოში მეტი ინტენსივობით თამაში გვჭირდება. ამიტომ რასპადორისა და სიმეონეს მოედანზე ყოფნა შეიძლება გუნდისთვის დამატებითი უპირატესობა იყოს. ვაპირებთ თუ არა 4-2-3-1 სათამაშო სქემს გამოყენებას? გუნდმა იცის 4-3-3 ტაქტიკით თამაში. ალბათ დღევანდელ მატჩში ამასაც გამოვიყენებთ.
გვინდა, გულშემატკივრები გავახაროთ. უკვე დიდი ხანია, რაც საკუთარ მოედანზე არ მოგვიგია და ესეც დამატებითი მოტივაციაა. ვეცდებით, მოვიგოთ და სატურნირო ცხრილში დავწინაურდეთ“, – განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა.