რუდი გარსია - კვარაცხელიას მუხლი ჯერ კიდევ აწუხებს და მთელი მატჩის სათამაშოდ მზად არ იყო #1TVSPORT
რუდი გარსია - კვარაცხელიას მუხლი ჯერ კიდევ აწუხებს და მთელი მატჩის სათამაშოდ მზად არ იყო #1TVSPORT

რუდი გარსიამ სერია A-ს მეორე ტურში „სასუოლოსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, რატომ იყო ხვიჩა კვარაცხელია მატჩის დასაწყისში „ნაპოლის“ სათადარიგოთა სკამზე.

„ნაპოლის“ მწვრთნელი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მუხლის პრობლემა ჯერ კიდევ აქვს და მოედანზე მეორე ტაიმში ამიტომ შევიდა.

მეორე ნახევარში მოედანზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ „სასუოლოსთან“ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მისი პასით ჯოვანი დი ლორენცომ გაიტანა.

„წინასასეზონო შეკრებაზე მას გარკვეული პრობლემები შეექმნა. ამხანაგური მატჩის დროს კვარაცხელიას მუხლში ჩაარტყეს, რის გამოც მხოლოდ რამდენიმე წუთი შეძლო თამაში.

ხვიჩამ 12 დღე გამოტოვა და ხუთი კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად მხოლოდ ორ-ნახევარი კვირა ვარჯიშობდა, ანუ მოსამზადებელი ეტაპის ნახევარი გაუცდა. ასე რომ, ჯერ მზად არ იყო, მთელი მატჩი ეთამაშა.

მისთვისაც უკეთესი იყო მეორე ტაიმში ჩართვა, მოედანზე ვითარებას ასე უფრო შეცვლიდა. სასიხარულოა, რომ უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე სრული დატვირთვით დაიწყო ვარჯიში. კვარაცხელია შესანიშნავი მოთამაშეა“, – თქვა „ნაპოლის“ მწვრთნელმა.