რუდი გარსია - კვარაცხელია და პოლიტანო იმიტომ თამაშობენ, რომ სხვებზე პროდუქტიულები არიან #1TVSPORT
რუდი გარსია - კვარაცხელია და პოლიტანო იმიტომ თამაშობენ, რომ სხვებზე პროდუქტიულები არიან #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის „უნიონთან“ შეხვედრამდე „ნაპოლის“ მწვრთნელმა, რუდი გარსიამ პრესკონფერენცია გამართა და, სხვა თემებთან ერთად, კომენტარი გააკეთა, რატომ თამაშობენ ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო უფრო მეტს, ვიდრე იესპერ ლინდსტრომი.

„შეიძლება თუ არა „უნიონთანლინდსტრომს თამაშის პერსპექტივა ჰქონდეს? ხუთი შეცვლა დასაშვებია, მწვრთნელებს შეუძლიათ ტაქტიკურად შედეგზე გავლენა მოახდინონ. მთავარი მოთამაშეთა პროდუქტიულობაა.

ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ფეხბურთელი გუნდს გოლებით, საგოლე გადაცემითა და დაცვაში კარგი თამაშით უნდა დაეხმაროს. ვინც ამ დავალებებს უკეთ უმკლავდება, სასტარტო შემადგენლობაში სხვებზე ხშირად ხვდება. ამიტომაცაა, პოლიტანო და კვარაცხელია უფრო მეტს რომ თამაშობენ.

სალერნიტანასთან“ მატჩის დროს კარგი დეტალები ვნახეთ, რისი გამოყენებაც „უნიონის“ წინააღმდეგაც შეგვიძლია. მეორე ტაიმში ვუტევდით, მეტოქეს ბევრი პრობლემა შევუქმენით. მიხარია, რომ ელმასი შეცვლაზე შევიდა და გაიტანა. სათადარიგოთა სკამზე ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ გუნდის თამაშის გაუმჯობესება“, – ამბობს რუდი გარსია.